აზაროვის მომგებიანი დებიუტი სერბეთში

0
23

ირაკლი აზაროვის სერბეთის სუპერლიგაში დებიუტი შედგა. „ცრვენა ზვეზდამ“, რომელთან საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველამ ამ ზაფხულს 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მე-8 ტურში შინ „იავორი“ 4:1 დაამარცხა.
აზაროვი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე მილუნოვიჩის ნაცვლად ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ 3 გოლი გაიტანეს და 18 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობენ.
შეგახსენებთ, რომ „ცრვენა ზვეზდას“ მთავარი მწვრთნელი შეეცვალა – ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჰაიფას „მაკაბისთან“ გავარდნის შემდეგ, დეიან სტენკოვიჩი მისმა აწ უკვე ყოფილმა ასისტენტმა მილოშ მილოევიჩმა შეცვალა.