„ლივერპულმა“ საკლუბო რეკორდი დაამყარა და პრემიერ ლიგის რეკორდი გაიმეორა

0
25

„ლივერპულმა“ არსებობის ისტორიაში პრემიერ ლიგაში ყველაზე დიდი ანაგრიშით გაიმარჯვა. მე-4 ტურში იურგენ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა „ბორნმუთი“ მიიღო და 9:0 გაანადგურა.
მანამდე, მერსისაიდელებმა 9-ბურთი სხვაობით მეტოქე ორჯერ დაამარცხეს. პირველად ეს 1899 წელს მოხდა, როდესაც რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე ლივერპულელებმა „როტერჰემ თაუნი“ 10:1 დაამარცხეს, ხოლო 1989 წელს ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში „კრისტალ პალასს“ 9:0 სძლიეს.
პრემიერ ლიგის დაარსებიდან (1992 წელი) 9:0 ოთხჯერ დაფიქსირდა. 1995 წლის მარტში რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაამყარა, რომელმაც 9 უპასუხო ბურთი „იფსვიჩს“ გაუტანა, ხოლო 2019 წელს ეს მიღწევა „ლესტერმა“ „საუთჰემპტონთან“ გაიმეორა, 2021 წლის თებერვალში კი – იმავე „საუთჰემპტონს“ „იუნაიტედმა“ აჯობა.