კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს მესამე შეხვედრაც ფრედ დასრულდა.
ტური თელავში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „თელავმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი მე-4 წუთზე დაწინაურდა, როდესაც მეკარე როინ კვასხვაძემ გრძელი გადაცემა გააკეთა თელაველთა ნახევარზე მყოფი თანაგუნდელისკენ და მასპინძლების მცველი მიერ თავით ცუდად მოგერიებული ბურთი გიორგი ქიმაძემ ჯერ მკერდით გაისწორა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 0:1.
55-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ აუტი ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში გახსნილი ბექა ქავთარაძე მოძებნა, რომლის გადაცემის მერე ბურთი ქუთაისელთა ბრაზილიელ დებიუტანტ მცველ პედრო მონტეიროს ფეხში მოხვდა, რის შემდეგ, კარში აღმოჩნდა – 1:1.
„ტორპედოს“ სეზონის განახლების შემდეგ ზედიზედ 3 მატჩია (2 გამარჯვება, ერთი ფრე) არ წაუგია და 31 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
გია ცეცაძის ხელმძღვანელობით „თელავმა“ მიჯრით სამი შეხვედრა ფრედ (ერთნაირი ანგარიშით 1:1) დაასრულა და 28 ქულით მეშვიდეა. შეგახსენებთ, რომ ცეეცაძემ მიმდინარე სეზონი „ტორპედოს“ თავკაცად დაიწყო და შემდეგ გუნდიდან დაითხოვეს, ხოლო „თელავი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პაუზის დროს ჩაიბარა.





