ლოჩოშვილი არ ათამაშეს – „კრემონეზემ“ ზედიზედ მესამედ წააგო

0
30

იტალიის სერია A-ში წელს დაბრუნებულმა „კრემონეზემ“, რომელსაც ამ ზაფხულს საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი შეუერთდა, სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. წინა შეხვედრისგან განსხვავებით ლოჩოშვილს არ უთამაშია და მხოლოდ განაცხადში ყოფნით შემოიფარგლა. თამაშამდე კრემონელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ გაანცხადა, რომ ლუკას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა ჰქონდა და ამიტომ, სათადარიგოებში დატოვებდა. უქულო „კრემონეზე“ 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.