ლუკა გაგნიძემ მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში რუსეთის პრემიერ ლიგაში შეუცვლელად მორიგი მატჩი ჩაატარა.
მე-7 ტურში მოსკოველები „ნიჟნი ნოვგოროდს“ ესტუმრნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს. დინამოელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ საკუთარ კარში 2 ბურთი მიიღეს და ქულები დაკარგეს. 19 წლის გაგნიძემ მე-13 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „დინამო“ 13 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
„ზაგლებიე“, სადაც 2 ქართველი ფეხბურთელი გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-7 ტურში გასვლაზე 0:3 წააგო. ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე სასტარტო შემადგნელობაში იყვნენ – პირველი მათგანი 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – 72-ეზე.
„ზაგლებიე“, რომელსაც ქართველები მიმდინარე ზაფხულში შეუერთდნენ 8 ქულით 18 გუნდში მე-11 ადგილზე არიან.





