ბაქოს „ნეფთჩიში“ გადასვლის შემდეგ, საქართველო ეროვნული ნაკრების მცველ სოლომონ კვერკველიას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი პირველად არ ანდეს. აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში ბაქოელებმა „ზირე“ მიიღეს და 2:1 გაიმარჯვეს.
„ნეთფჩის“ სასტარტოში არცერთი ქართველი ფეხბურთელი იყო – შემტევი ნახევარმცველი ვატო არველაძე თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო კვერკველია – 84-ეზე.
„ნეფთჩის“, რომელის კონფერენს ლიგას ავსტრიის „რაპიდთან“ დაპირისპირებაში გამოეთიშა, 9 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.





