აზაროვს ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
27

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“, რომელსაც მიმდინარე თვის დასაწყისში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი შეუერთდა, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
დეიან სტანკოვიჩმა „ცრვენა ზვეზდას“ თავკაცის თანამდებობა დატოვა და მის მაგივრად მილოშ მილოევიჩი გაუძღვება. ეს უკანასკნელი მანამდე სტანკოვიჩის ასისტენტად მუშაობდა.
სერბეთის ეროვნული გუნდის 43 წლის ექსნახევარმცველი „ცრვენა ზვეზდას“ 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა და ქვეყნის ჩემპიონატი ზედიზედ 3-ჯერ მოაგებინა, ხოლო თასი – 2-ჯერ.
აზაროვს „ცრვენა ზვეზდაში“ ჯერ არ უთამაშია და მხოლოდ ერთხელ მოხვდა გუნდის განაცხადში.