სერბეთის სუპერლიგის მე-8 ტურში ნიშის „რადნიჩკიში“ თავის გამოჩენის საშუალება არცერთ ქართველ ფეხბურთელს მისცეს. „რადნიჩკი“ თავის მოედანზე „ნაპრედაკს“ შეხვდა და 3:2 გაიმარჯვა. ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა, ხოლო მცველი ანტონ თოლორდავა სათადარიგოთა სკამზეც არ იყო. მან უკვე ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა.
„რადნიჩკის“ მე-4 წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს და ამის შემდეგ ორი წუთში ორი გოლი გაუშვა. მე-12 წუთზე წითელი ბარათი უკვე „ნაპრედაკის“ მოთამაშემ მიიღო. მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა 27-ე წუთზე შეამცირეს, ხოლო 55-ეზე თანაფარდობა აღადგინეს. „რადნიჩკიმ“ გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე გაიტანა.
პაპუნაშვილმა სერბულ კლუბში გადასვლის შემდეგ 3-ჯერ (ერთხელ სასტარტოში) ითამაშა, ხოლო თოლორდავამ ექვსივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა.
„რადნიჩკი“ 9 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.





