საქართველოს ნაკრებისა და “ინდიანა პეისერზის” მეფარე გოგა ბითაძე ეროვნულ გუნდს შეუერთდა და ვარჯიშიც დაიწყო.
აშშ-იდან თბილისში დაბრუნებულმა 23 წლის კალათბურთელმა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან განაცხადა:
“უკრაინასთან თამაშამდე მოთელვისას ტრავმა მივიღე და ამერიკაში სამკურნალოდ წავედი. გადავიღე სურათები, ვნახე როგორ მქონდა მუხლი. ტრავმას სამი კვირის განმავლობაში ვმკურნალობდი, როგორც შემეძლო. ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენე. ვფიქრობ, 24-ში თამაშისთვის მზად უნდა ვიყო.
გავივლი გუნდთან ერთად მომზადებას, ხუთი-ხუთზე თამაშის შემდეგ შევხედავ, როგორ მაქვს მუხლი და ამის შემდეგ გადავწყვიტავთ, ვითამაშებ თუ არა 24-ში, რისი იმედიც ყველას გვაქვს”.





