ლევანდოვსკის პირველი დუბლი, „ბარსამ“ „სოსიედადთან“ ტრადიცია გააგრძელა

0
41

რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, ესპანეთის ლა ლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
მეორე ტურში ხავის გაწვრთნილი გუნდი შინ სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.
პოლონეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ანგარიში 45-ე წამზე გახსნა, ხოლო ისაკმა საპასუხო ბურთი ხუთ წუთში გაიტანა.
66-ე წუთზე მასპინძლები დემბელემ დააწინაურა, რომელმაც თებერვლის შემდეგ კატალონიელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ლევანდოვსკიმ „სოსიედადის“ კარი კიდევ ერთხელ 68-ე წუთზე აიღო, ხოლო 79-ეზე წერტილი ანსუ ფატიმ დასვა, რომელმაც შეცვლაზე შესვლიდან 15 წუთში მეტოქის კარი აიღო და კიდევ 2 საგოლე პასი გააკეთა – დემბელეზე და ლევანდოვსკიზე.
„ბარსელონას“ 2016 წლის შემდეგ ყველა ტურნირზე „რეალ სოსიედადთან“ არ წაუგია – 14 გამარჯვება და 2 ფრე. ბოლოს „ბლაუგრანა“ ბასკებთან 2016 წლის აპრილში დამარცხდა 0:1. 2 ტურის შემდეგ “ბარსელონა” 4 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.