ლონდონის „არსენალმა“ პრემიერ ლიგის ახალ სეზონში მიჯრით სამი შეხვედრა მოიგო. ესპანელი მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით ლონდონელები ამჯერად სტუმრად „ბორნმუთს“ დაუპრისპირდნენ და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
„მეთოფეები“ მე-5 წუთზე გუნდის კაპიტანმა ნორვეგიელმა ოდეგორმა დააწინაურა, რომელმაც მე-11 წუთზე დუბლი შეასრულა. 54-ე წუთზე „არსენალიდან“ თავი სალიბამ გამოიჩინა.
ლონდონელებმა არსებობის ისტორიაში პრემიერ ლიგაში საწყისი სამი შეხვედრა მესამედ მოიგეს. მათ პირველად ასეთი შედეგი 2003-2004 წლების სეზონში აჩვენეს, როდესაც ჩემპიონები თამაშის წაუგებლად გახდნენ. მეორედ იმავე 2004-2005 წლების სეზონში მოახერხეს და მაშინ, საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.
სამი ტურის შემდეგ „არსენალი“ 9 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.





