აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში „საბაჰმა“, რომელშიც დავით ვოლკოვი გამოდის შინ სოლომონ კვერკველიას და ვატო არველაძის ბაქოს „ნეფთჩი“ 2:1 დაამარცხა.
ორივე გუნდში მოთამაშე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან სასტარტოში ვოლკოვი და კვერკველია იყვნენ – პირველი 61-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე სრულად ითამაშა და 36-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. არველაძე მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა.
„ნეფთჩი“ პირველი ტაიმის მიწურულს ლავალმა დააწინაურა, ხოლო 78-ე წუთზე ისაევმა პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მსაჯმა „ნეფთჩის“ კარში კიდევ ერთი პენალტი დანიშნა, რომელიც აპემ გამოიყენა.




