გიორგი მიქატაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა. მე-4 ტურში “მეცი”, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გამოდის სტუმრად “ლავალს” შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მხოლოდ ქულას დასჯერდა.
მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21-ე წუთზე მისი პასის შემდეგ ნიანემ ანგარიში გახსნა. 24-ე წუთზე მიკელბრენდსმა სტუმრები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 33-ე წუთზე მასპინძლებიდან ერთი საპასუხო ბურთი ნაიჯიმ გაიტანა. ორ წუთში მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა უდოლს მისცა და “მეცმა” ტაიმი 3:1 მოიგო.
“ლავალმა” 75-ე წუთზე ანგარიშში სხვაო ერთ ბურთამდე ნაიჯის დუბლით შეამცირა. მიქაუტაძე 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე დიავმა მასპინძლებს ქულა გადაურჩინა.
მიქაუტაძემ, რომელიც ლიგა 2-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. “მეცი” 7 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა.




