კვიპროსოს აპოელმა, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად შვედეთის „იორგარდეთან“ 0:3 დამარცხდა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი ძალიან შეუმცირდა.
შვედებმა ანგარისი მე-9 წუთზე ედვარდსენის დარტყმის შემდეგ გახსნეს, ხოლო 54-ე წუთზე ეკდალმა მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 65-ე წუთზე ვიკჰეიმმა კვიპროსელები კიდევ ერთხელ დაამწუხრა. 71-ე წუთზე შულერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „იორგარდენი“ უმცირესობაში დარჩა. თუმცა, აპოელმა ამით ვერ ისარგბელა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე კრესპომ წითელი ბარათი მიიღო.
აპოელის ქართველი ლეგინერებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ბუბა დაუშვილი იყო, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და ამიტომ განაცხადში ვერ მოხვდა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 23 აგვისტოს კვიპროსში ჩატარდება.





