“დინამო” ორ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს

0
18

თბილისის “დინამო” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომავალ ორ მატჩს მაყირებლების გარეშე ჩაატარებს.
“სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, “დინამო” ბათუმთან XI ტურში მომხდარი ინციდენტის გამო, ჩვენი გუნდი მომდევნო ორ საშინაო შეხვედრას (“დილასთან” და “ლოკომოტივთან”) უმაყურებლოდ გამართავს” – იუწყება “დინამოს” პრესსამსახური.
3 მაისს ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” მიიღო. მატჩი 0:0 დასრულდა.
შეხვედრა 3-ჯერ შეწყდა, რადგან სტადიონზე მისული ბავშვები მოედანზე გადმოხტნენ და მაშინ ბათუმელთა რიგებში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიასთან ფოტოს გადაღება მოისურვეს. თამაშის დასრულების შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა, რომელთა შესვლა სტადიონზე უფასო იყო, მოედანი გაავსეს და სტიუარდებმა ისინი ვერ შეაჩერეს. მათ „გასაყრელად“ ჯერ სარწყავი სისტემა ჩართეს, ხოლო შემდეგ სტადიონზე შუქი ჩააქრეს. “დინამოც” იმის გამო დაისაჯა, რომ უსაფრთხოების ნორმები ვერ უზრუნველყო.