ქუთაისის “ტორპედოში” პარაგვაელი თავდამსხმელი მაურო კაბალიერო ითამაშებს. 27 წლის ფეხბურთელმა ქუთაისელებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ახალ კლუბში 39-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კაბალიერო ასუნსიონის “ლიბერტადის” აღზრდილია. ის 2013 “პორტუს” სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. მან 2014 წლის პირველი ნახევარი იჯარით პორტუგალიურ “პენაფილში” გაატარა, 2014/15 წლების სეზონში კი “ავეშში” თამაშობდა, ხოლო შემდეგ (2015/16) ლიხტენშტაინის “ვადუცში” გადავიდა.
2016 წელს კაბალიერო პარაგვაიში დაბრუნდა და ასუნსიონის “ოლიმპიაში” ჩაირიცხა, ხოლო 2017 წლის იანვარში “პალესტინოს” (ჩილე) მიუშურა. გარდა ამისა, კაბალიერო ჩილეს კლუბებში “სან ლუის კვილოტაში” (2017), “უნიონ ესპანიოლში” (2019-21) და “არიკაში” (2021) ასპარეზობდა.





