შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალმა“ სეზონის სტარტზე ჩემპიონშიფში მეორე მატჩი მოიგო.
მე-3 ტურში ჰალელებმა „ნორვიჩს“ უმასპინძლეს და 2:1 გაიმარჯვეს. შეხვედრის 43-ე წუთზე კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ოსკარ ესტუპინიანმა გახსნა, რომელმაც 62-ე წუთზე დუბლი მიითვალა. „ნორვიჩიდან“ ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე მარსელინო ნუნიესმა გაიტანა.
„ჰალს“ სამი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.





