ქარიმ ბენზემას მიაჩნია, რომ „რეალში“ როდესაც თამაშობს გამარჯვების გარდა სხვა მიზანი არ უნდა გქონდეს. მადრიდელთა თავდამსხმელმა ამის თაობაზე დღეს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში უეფას ევროპის სუპერთასზე ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩამდე განაცხადა.
„ყველა დიდი კლუბი წნეხის შესახებ საუბრობს, რომელსაც განიცდიან, მაგრამ ჩემი აზრით „რეალში“ ის გაცილებით დიდია, ვიდრე სხვაგან. იმის გათვალისწინებით, რომ „რეალი“ მსოფლიოს ყველაზე დიადი კლუბია. სახლში ჯილდო ყოველ ჯერზე უნდა ჩაიტანო, როდესაც ამის შესაძლებლობა გაქვს.
ოთხშაბათს ფინალია. რომლის მოგებაც გვსურს. „რეალში“ როდესაც თამაშობს სხვა მიზანი არც უნდა გქონდეს. ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა საჭირო, რაც იოლი არაა. ჩვენ ეს მოვახერხეთ. ახლა უბრალოდ გამარჯვების გზაზე სიარული უნდა გავაგრძელოთ.
მართალია, რომ უფრო მეტი გოლი გავიტანე, მაგრამ როდესაც კრიშტიანუ რონალდუ გუნდში იყო, სხვა სათამაშო სტილი გვქონდა და უფრო მეტ საგოლე პასს ვაკეთებდი. ის ძალიან მეხმარებოდა როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, მაშინ ვიცოდი, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლოა და როცა ის წავიდა, ჩემი სათამაშო სტილის და ამბიციის შეცლის დრო დადგა, რაც ამჟამად კარგად გამომდის“ – ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირს.





