საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე ჩერნოგორიელი თანატოლების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 1:2.
ანგარიში მატჩის მე-18 წუთზე ალექსნადრე თურქიას გოლით მასპინძლებმა გახსნეს. 33-ე წუთზე ჩერნოგორიის 17-წლამდე ნაკრებმა ანდრეი ცამაის ზუსტი დარტყმით გაათანაბრა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 82-ე წუთზე, დანილო ვუკანიჩმა დააფიქსირა.
საქართველოს და მონტენეგროს 17 წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 11 აგვისტოს გაიმართება.
გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბერში ითამაშებს. 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში – ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.
მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.
მატჩის ოქმი – საქართველო 1:2 მონტენეგრო





