ზივზივაძის მეოთხე გოლი ახალ სეზონში

0
18

ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-2 ტურში „ფენერვარმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის „ჰონვედი“ მიიღო და 4:0 სძლია.
ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 3:0 იგებდა. ის 83-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან მეტოქის ორ მცველს გაექცა, ხოლო საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ მეკარემ  მოიგერია ბურთი, რომელსაც ისევ ბუდუ დაეუფლა და  კარში გადაგზავნა.
ზივზივაძემ ვიდრე ჩემპიონატში პირველ გოლს მიითვლიდა, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავი 3-ჯერ გამოიჩინა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 5 შეხვედრაში მოწინააღმდეგეთა კარი 4-ჯერ აიღო.