ღუდუშაური ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია

0
74

ბათუმის „დინამომ“ პაატა ღუდუშაურის დამატება ოფიციალურად დაადასტურა. 25 წლის გარემარბმა ბათუმელებთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა, მან ბოლო 2 სეზონი გორის „დილაში“ გაატარა, სადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 51-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.
ღუდუშაურმა პროფესიონალური კარიერა თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო. ის 2019 წელს თბილისური გუნდის შემადგენლობაში გარიგებულ მატჩებში ამხილეს და 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. სხვათა შორის, ამ ფაქტის გამო ბათუმელთა ფან-კლუბი „პირატები“ მის „დინამოში“ გადასვლას ეწინააღმდეგებოდნენ.