ოქრიაშვილის ტრანსფერი „ჩონბუკში“ ჩაიშალა

0
12

თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი სამხრეთ კორეის საფეხბურთო კლუბ „ჩონბუკში“ ჩაიშალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გადასვლა ახალ გუნდში გადაწყვეტილი იყო, რაც სამხრეთ კორეელებმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაანონსეს. თუმცა, „ჩონბუკმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ოქრიაშვილმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.
30 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი კვიპროსის აპოელში გაატარა, სადაც 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა. სეზონის დასრულების შემდეგ კვიპროსულმა კლუბმა და ოქრიაშვილმა კონტრაქტი გაწყვიტეს,
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ფეხბურთელი საზღვარგარეთ ასევე უკრაინის „მარიუპოლში“, „ჩერნომორეცში“, ბელგიის „გენკში“, თურქეთის „ესკიშეჰირში“, და რუსეთის „კრასნოდარში“თამაშობდა.