მონტენეგროსთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ

0
20

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები რუსთავში სფფ-ს ტექნიკური ცენტრის მოედანზე მონტენეგროს 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრები 9 და 11 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება.
აღნიშნული მატჩებისთვის, 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – გიორგი ხიზანიშვილმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა.
U17 | შემადგენლობა:
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), მათე საური (დინამო თბილისი), ლუკა ხელაშვილი (დინამო თბილისი).
მცველები: დავით ქელდიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა შაშიაშვილი (დინამო თბილისი), თორნიკე მინდიაშვილი (ლეფია, ესპანეთი), თორნიკე კაპანაძე (კერულეტი, უნგრეთი), ნიკა ბენდიანიშვილი (დინამო თბილისი), გიგი გოგია (ქ.პ.რ. ინგლისი), რატი გრიგალავა (დინამო თბილისი), ნიკა კალანდაძე (საბურთალო).
ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი (საბურთალო), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი), საბა სამუშია (დინამო თბილისი), ნიკა ტკალია (დინამო თბილისი), გიორგი ჩაჩუა (საბურთალო), გიორგი მანუელ გონსალვეს ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი).
თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი).
გიორგი მანუელ გონსალვეს ჩუბინიძეს მამა ქართველი ჰყავს, ხოლო დედა პორტუგალიელი. ის ინგლისის “ბორნმუთის” აკადემიაში ვარჯიშობს.

9 აგვისტო – საქართველო V მონტენეგრო
11 აგვისტო – საქართველო V მონტენეგრო
17 წლამდე ასაკობრივი ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში – ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.
მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.
25 ოქტომბერი | საქართველო V ისრაელი
28 ოქტომბერი | საქართველო V ინგლისი
31 ოქტომბერი | საქართველო V ლიეტუვა