კაკაბაძემ ზარანდიას მოუგო

0
18

„კრაკოვიამ“, სადაც ოთარ კაკაბაძე გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასას ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო.
კრაკოველებმა კიელცეს „კორონა“ მიიღეს და 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც შიმუსიკმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ჰებო მეორე გოლი გაიტანა. „კრაკოვიაში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „კორონას“ რიგებში 65-ე წუთზე შეცვლაზე ლუკა ზარანდია შევიდა,
„კრაკოვია“ ორ მატჩში მოპოვებული 6 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.