ფუტსალში ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონის, „თელასი ჯორჯიანსის“ მეტოქეები გაირკვა. უეფაში ტურნირის წინასწარი და მთავარი ტურის კენჭისყრა გაიმართა და საქართველოს ჩემპიონი F ჯგუფში მოხვდა.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები „შტუტგარტს“ (გერმანია, მასპინძლები), „ოტებროს“ (შვედეთი) და „ისტამბოლ შიშლს“(თურქეთი) დაუპირისპირდებიან. მთავარ B რაუნდში წინასწარი ჯგუფის გამარჯვებულები გავლენ.
წინასწარ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს, მატჩები კი 23-დან 28 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. მერე იქნება მთავარი და ელიტ რაუნდები.
ბოლოს ტიტულისთვის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები გაზაფხულზე ფინალურ ტურნირზე ითამაშებენ.




