„ვერონამ“ დიეგო სიმეონეს შვილი 10 მილიონად შეიძინა

0
60

„ვერონამ“ ჯოვანი სიმეონე „კალიარიდან“ გამოისყიდა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს შვილმა ვერონელებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა., ხოლო მისი ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაჯდა.
გასულ სეზონში უმცროსმა სიმეონემ იტალიის სერია A-ში 17 გოლი გაიტანა. მან სეზონის საუკეთესო ბომბარდირების სიაში მე-4 ადგილი „რომას“ ინგლისელ ფორვარდ ტემი აბრაჰამთან გაიყო.