„მილანი“ ბელგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდს იმატებს

0
49

დივოკ ორიჯი კარიერას იტალიის სერია A-ში განაგრძობს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანონს ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მილანში მომავალ კვირაში ჩაფრინდება და იტალიურ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს.
მას „ლივერპულთან“ ხელშეკრულება პირველ ივლისს უმთავრდება და „როსონერის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. 27 წლის ფეხბურთელმა „ლივერპულში“ ყველა ტურნირში ჩატარებულ 175 მატჩში 41 გოლი გაიტანა.
მან ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონში ნახევარფინალში „ბარსელონასთან“ (4:0) დუბლი შეასრულა, ხოლო ფინალში „ტოტენჰემთან“ (2:0) ერთი გოლი გაიტანა.