“ლილმა” მთავარი მწვრთნელი გაუშვა

0
45

“ლილი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ფრანგული კლუბის პრესსამსახური თანამდებობიდან ჟოსლენ გურვენეკის დათხოვნის შესახებ ოფიციალურად იუწყება:
“ლილს” სურს მადლობა გადაუხადოს ჟოსლენ გურვენეკს გაწეული სამუშაოსთვის, პროფესიონალიზმისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის 2021-2022 წლების სეზონში, რომელშიც გუნდმა საფრანგეთის სუპერთასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში” გავიდა.
50 წლის ფრანგი სპეციალისტის “ლილს” გასული წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა და მისი სავარაუდო შემცვლელია პორტუგალიელი პაულუ ფონსეკაა.