ზაქარია ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობა ათამდე გაზარდა.
მე-17 ტურში ტალინის „ლევადიამ“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის აუტსაიდერი „ვარპუსი“ მიიღო და 4:1 დაამარცხა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ბეგლარიშვილმა ანგარიში პენალტიდან მე-2 წუთზე გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ მასპინძლები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ – 2:1. ის 71-ე წუთზე შეცვალეს.
ბეგლარიშვილი 10 გოლით (3 პენალტიდან) და 5 საგოლე გადაცემით ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მან მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი შეასრულა.
მოქმედი ჩემპიონი „ლევადია“, რომელიც გათამაშებას 44 ქულით ლიდერობს, 21 ივნისს ჩემპიონთა ლიგის წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე 21 ივნისს შინ ისლანდიის „ვიკინგურს“ შეხვდება.





