20 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

0
62

საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება, რომელსაც 15-24 ივლისს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოში 22 ქვეყნის ნაკრები ჩამოვა და მატჩები ახალაშენებულ სპორტის სასახლესთან ერთად ოლიმპიური და ძველი სპორტის სასახლეში ჩატარდება.
ორგანიზატორებთან ერთად საპასუხისმგებლო ღონისძიებისთვის ემზადება საქართველოს ნაკრებიც, რომლის მწვრთნელიც ეროვნულში ილიას ზუროსის ასისტენტი მილოშ გლიგორიევიჩია. სერბ სპეციალისტს სამწვრთნელო შტაბში ჰყავს ირაკლი ძიძიგური და ენდრიუ ანთელიძე.
20-წლამდელთა ნაკრებს ამხანაგური მატჩები როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქვს დაგეგმილი, მანამდე კი შეკრებაზე რაჭაში იმყოფება. გლიგორიევიჩის გუნდი 16 კალათბურთელის შემადგენლობით ქალაქ ამბროლაურშია, სადაც 11 ივლისამდე დარჩება და საბერძნეთში გამგზავრებამდე თბილისში დაბრუნდება. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს საბერძნეთში, ბულგარეთში, თურქეთსა და თბილისში ჯამში 8 ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
საქართველოს ნაკრები შეკრებას თბილისში განაგრძობს და 18 ივნისს საბერძნეთში 14 კალათბურთელით გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის B ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო და ავსტრია ჰყავს.