ოლივერ გლასნერი: „დაუჯერებელია! ევროპაში არცერთი მატჩი წაგვიგია“

0
36

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარ მწვრთნელ ოლივერ გლასნერისთვის სიტყვებით რთულია იმის გადმოცემა, რაც მისმა ფეხბურთელებმა ფინალში და მთელი სეზონის განმავლობაში გააკეთეს. მან ამის შესახებ ევროპა ლიგის ფინალში „გლაზგო რეინჯერსთან“ პენალტების სერიაში მოგებული მატჩის (ძირითადი დრო 1:1 დასრულდა) შემდეგ განაცხადა.
„დაუჯერებელია! ეს მატჩი ევროპაში ჩვენთვის მე-13 იყო და არცერთი წაგვიგია. სიტყვები არ მყოფნის იმი აღსაწერად რაც ბიჭებმა დღეს და მთელი სეზონის განმავლობაში გააკეთეს.
მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არ მიფიქრია. ასე შორს არასოდეს ვიხედები, რადგან არ ვიცი უახლოეს თვეებში რა მოხდება.
მოთამაშეებს თამაშამდე ვუთხარი, რომ ფანტასტიკური მოგზაურობა გვქონდა, რომელი არა სევილიაში უნდა დარულდეს, არამედ ჩვენს სახლში, სადაც ჯილდოთი ჩავალთ“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.