ვან ბრონხორსტი: „ფინალი კარგი მაშინაა, როდესაც იგებ“

0
49

„გლაზგო რეინჯერსის“ მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ვან ბრონხორტს მიჩნია, რომ მისი გუნდი ევროპა ლიგის ფინალისთვის კარგად მოემზადნენ. გლაზგოელები 18 მაისს სევილიაში სტადიონ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გერმანიის „აინტრახტს“ დაუპირისპირდებიან.
„რა თქმა უნდა, ასეთ მატჩს მეტ ყურადღება უთმობენ, რადგან ეს ფინალია, რომელშიც თასის მოგება შეგიძლია. კონცენტრაცია ჩვენს თამაშზე უნდა გავაკეთოთ. საერთო ჯამში, ჩვეულებრივი შეხვედრა იქნება, რადგან მოედანზე ისევ 11 ფეხბურთელი 11-ის წინააღმდეგ იქნება.
საუცხოო განწყობა გვაქვს, რადგან ფინალში თამაში ძალიან გვიხარია. ძალიან კარგად მოვემზადეთ და გლაზგოში სავარჯიშოდ დამატებით ერთი დღე გვქონდა. მომავალი შეხვედრისთვი მზად ვართ.
„ფეინოორდში“ მწვრთნელის რანგში გატარებულ ოთხ წელიწადში 5 კილდო მოვიგე. მაგრამ „რეინჯერი“ სხვაა. ამ კლუბში 90-იან წლებში 3 სეზონი გავატარე და ვამაყობ, რომ ბიჭები ფინალში გავიყვანე. ეს უდიდესი შესაძლებლობაა, რომ კლუბმა თავისი მეორე ევროთასი მოიგოს. საუცხოო გზა გავიარეთ და დიდებული ფინალი იქნება. თუმცა, ფინალი კარგი მხოლოდ მაშინაა, როდესაც იგებ.
ჩვენი გულშემატკივრები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. პლეი-ოფში თამაშის დროს კარგად გვესმოდა, რომ თუ სტუმრად დადებით შედეგს მივაღწევდით, მაშონ „აიბროქსზე“ შანსი ყოველთვის გვექნებოდა. ფინალში ცოტა სხვა ვითარებაა, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრები ხმას მაინც კარგად მოგვაწვდნენ“- იუწყება ნიდერლანდელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„აინტრახტი“ –„რეინჯერსის“ დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.