ოლივერ გლასნერი; „მსურს, ჩვენი ძლიერი მხარეების ხარჯზე გავიმარჯვოთ“

0
61

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარ მწვრთნელ ოლივერ გლასნერს სურს, რომ ევროპა ლიგის ფინალში „გლაზგო რეინჯერსთან“ დაპირისპირებაში მისმა გუნდმა თავისი ძლიერი მხარეების ხარჯზე გაიმარჯვოს.
„ჩვენ არ შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ იმაზე რასაც „რეინჯერსი“ აკეთებს, მაგრამ შეგვიძლია გავლენა გვქონდეს ჩვენს თამაშზე, რის გაკეთებას ვაპირებთ და მოედანზე ამის რეალიზება როგორ მოვახდენთ. მსურს, რომ ჩვენი ძლიერი მხარეების ხარჯზე გავიმარჯვოთ და არა, მეტოქის სისუსტის. აი, სწორედ ასე ვემზადებით.
როდესაც აქ საუბარი ევროთასების შესახებ მიმდინარეობს, ხალხის სახეზე ღიმილი ჩნდება, რადგან მათ უხარიათ და კარგ ხასიათზე არიან. ეს განწყობა მოედანზეც გადადის და გულშემატკივრები მხარს ძალიან გვიჭერენ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, უბრალოდ, დაუჯერებლად მნიშვნელოვანი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ესპანეთიდან ტიტულით დავბრუნდეთ და ერთი ან ორი ღამე ჩვენი გულშემატკივრების კაპმანიაში აღვნიშნოთ“ – იუწყება გლასნერის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„აონტრახტი“ – „გლაზგო რეინჯერსის“ ფინალი სევილიაში სტადიონ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.