კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში რუსთავში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” შორის მატჩზე როგორც გულშემატკივრები, ასევე ჟურნალისტები შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან. ამის შესახებ “საბურთალოს” პრესსამსახური იუწყება:
“გეცოდინებათ, რომ „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტირებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” ქომაგები, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით”.
“საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირება 17:00 საათზე დაიწყება.





