„ლოკომოტივი“ სტუმრებს ისევ საგურამოში მიიღებს

0
64

თბილისის „ლოკომოტივი“ მიმდინარე სეზონში საშინაო მატჩებს საგურამოში თავის ბაზაზე ჩაატარებს. თბილისელები სტუმრებს „მიხეილ მესხი 2“-ზე მასპინძლობდნენ, მაგრამ მომავალ წელს საქართველოში 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, მიხეილ მესხის სახელობის ორივე სტადიონი სარეკონსტრუქციოდ იკეტება. ცნობისთვის, „ლოკომოტივი“ გასულ სეზონში საშინაო შეხვედრებს საგურამოში მართავდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე თბილისის „საბურთალოს“ მოუწია სტადიონის შეცვლა, რომელიც მატჩებს „მიხეილ მესხზე“ ატარებდა.