ქარიმ ადეიმი კარიერას დორტმუნდის „ბორუსიაში“ განაგრძობს. ამ ინფორმაციას დორტმუნდული კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.
20 წლის ნახევარმცველი დორტმუნდელებთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ადეიემის სანაცვლოდ „ზალცბურგი“ 38 მილიონ ევროს მიიღებს.
ახალ კლუბში გერმანელი მოთამაშის ხელფასი წელიწადში 6,5 მილიონი ევრო იქნება. ადეიემი 2019 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 127 მატჩში 48 გოლი გაიტანა.





