კარლო ანჩელოტი: “ჩელსი” მადრიდში მოსაგებად ჩამოვიდა”

0
26

მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად ლონდონის “ჩელსისთან” 3:1 გამარჯვების მიუხედავად, მის გუნდს მძიმე საპასუხო შეხვედრა ელოდება.
“ჩვენ მძიმე მატჩი გველოდება. ბრძოლა მოგვიწევს. ველოდებით, რომ “ჩელსი” შემდეგ ეტაპზე გასასვლელადრაც შეუძლია ყველაფერს გააკეთებს. ტუხელის სიტყვები, რომ ქამბექი შეუძლებელია? ყველას თავისი აზრი აქვს. “ჩელსი” აქ მოსაგებად ჩამოვიდა.
ჩვენ ბენზემა ვართ დამოკიდებული. ეს ასეა, რასაც არ ვუარყოფთ. მე ძალიან მიხარია, რომ ქარიმზე დამოკიდებული ვართ. ეს რეალობაა და კარგია. ქარიმი თანამედროვე თავდამსხმელია და იმას აკეთებს, რაც ფორვარდს მოეთხოვება – ყველაფერს დაცვაში თამაშის ჩათვლით. ის იდეალური განსახიერაბაა იმის თუ როგორი უნდა იყოს ცენტრალური თავდამსხმელი თანამედროვე ფეხბურთში” – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.
“რეალი” – “ჩელსის” შეხვედრა 12 აპრილს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.