საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის მსგავსად, მეორე თამაშიც ფრედ დასრულდა – 1:1.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქურდაძემ დააწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობა რამდენიმე წუთში აღადგინეს – გოლი ფაისალ მელაჰმა გაიტანა.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართავს. მეტოქეთა ვინაობა და მატჩების კალენდარი 6 ივლისს დაგეგმილ წილისყრაზე გახდება ცნობილი.
- შემადგენლობა და მატჩის ოქმი – ნიდერლანდები 1:1 საქართველო





