„ჰამბურგი“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში სტუმრად „ჰოლშტეინ კილს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. მასპინძლებიდან ერთადერთი გამარჯვების გოლი განელმა ფორვარდმა კვასი ვრიედტმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. „ჰამბურგი“ 45 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
დრეზდენის „დინამო“ „ზანდაუზენს“ ეწვია და უქულოდ დარჩა – 1:2. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე დრეზდენელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „დინამო“ 28 ქულით მე-16 ადგილზეა, რაც პლეი-აუტის ზონაა.





