ქეცბაიას გუნდმა გამარჯვება ხელიდან გაუშვა, ოქრიაშვილმა შინ მოიგო

0
55

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში ბოლო ოთხი მატჩიდან ფრედ მესამე დაასრულეს.
ფამაგუსტელები „არისს“ სტუმრად შეხვდნენ და ქულა შეხვედრის მიწურულს დაკარგეს. „ანორთოსისი“ 53-ე წუთზე სომეხმა ლეგიონერმა ამბარცუმიანმა დააწინაურა. 89-ე წუთზე „არისმა“ ანგარიში ბოგნარის დარტყმის შემდეგ გაათანაბრა. სტუმრებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს მე-11 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ, რადგან უკრაინელი თავდამსხმელი კვაშუკი გააძევეს. „ანორთოსისს“ 44 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა.
აპოელმა „პაფოსი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. მასპინძლების ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი იყო, რომელმაც მე-4 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მე-80 წუთზე შეცვალეს. საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი – ფორვარდი გიორგი ქვილითაია და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი განაცხადში ტრავმების გამო არ იყვნენ. აპოელი 47 ქულით კვიპროსის ჩემპიონატის ზედა ექვსეულში მე-2 ადგილზეა.