ხვიჩა კვარაცხელიამ ბათუმი „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში სტუმრად წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩში მოხვდა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა ქულათა მარაგი კიდევ უფრო გაზარდა.
მატჩის მე-2 წუთზე სერბმა მილან რადინმა მარჯვენა ფლანგიდან პასი მეტოქის საჯარიმოში ბრაზილიელ ჯოვინო ფლამარიონს გაუკეთა, რომელმაც თავურით ანგარიში გახსნა – 0:1. ის 5 ბურთით ეროვნული ლიგი ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.ს
დაწინაურებიდან ცოტა ხანში ბათუმელთა კაპიტანმა მამუკა კობახიძე, ცუდად დაუბრუნა ბურთი მეკარე ალავიძეს, რომელიც შეცდომის გამოსწირებას ეცადა, მაგრამ საბოლოოდ თავის საჯარიმოში სერგო კუხიანიძე წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა და ალავიძემ ბურთი მოიგერია.
ტაიმის შუაწელში გრიგოლ ჩაბრაძე, აუტი ჩააწოდა და თავის ნახევარზე უკრაინელი მცველი ოლექსანდრ აზაცკი შეცდა, რომელსაც გილმორმა აართვა ბურთი და კუხიანიძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მასპინძლების ფორვარდმა თავისი შანსი ისევ ვერ გამოიყენა.
დუბლის შესრულება შეეძლო ფლამარიონს, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან ირაკლი აზაროვი პასის მერე ცარიელ კარში ვერ გაიტანა – მარცხენა ფეხით დარტყმული ბურთი მარჯვენაში მოხვდა.
პირველ ტაიმში ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში თორნიკე გაფრინდაშვილი ჩაერთო. შესვენებამდე ბევრი დრო არ რჩებოდა, რომ მარჯვენა ფრთიდან ჩაბრაძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ტეიდს მიუვიდა, რომელმაც ფლამარიონს უპასა, ხოლო ბრაზილიელმა ახლო მანძილიდან დაარტყა – წყალტუბოელები მეორე გოლის გაშვებისგან ლევან შოვნაძემ ნახტომში გადაარჩინა.
მეორე ტაიმი ძალიან უიღბლოდა განახლდა ჩაბრაძესთვის, რომელსაც ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქის იდაყვი სახეში მოხვდა და გონდაკარგული მოედანზე დაეცა. საბოლოოდ, ის გონს მოეგო, მაგრამ სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება. ს
თამაში მას მერე განახლდა, რაც ზესტაფონის დავით აბაშიძის სტადიონზე მეორე სასწრაფო მივიდა, რაც ჩემპიონატის რეგლამენტითაა გათვალისწინებული.
კვარაცხელიამ ვიდრე შეცვლიდნენ, ერთ ეპიზოდში სამ მოწინააღმდეგეს ფინტებით თავგზა აუბნია და საბოლოოდ, მხოლოდ წესის დარღვევით შეაჩერეს.
90-ე წუთზე, გუგა ფალავანდიშვილმა უზუსტესი პასი წყალტუბოელი მცველების ზურგსუკან გახსნილ ელგუჯა ლობჯანიძეს გაუკეთა, რომელმაც „დინამოს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა – 0:2.
97-ე წუთზე ბათუმელებმა კუთხური ჩააწოდეს და „სამგურალის“ საჯარიმოსი ბურთი გუგა ფალავანდიშვილმა მიიღო, რომელმაც აუღებლად დაარტყა – 0:3.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა თავი 16 ქულა მოუყარა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო გია მიქაძისს „სამგურალ“ 8 ქულა აქვს და მეხუთეა.





