იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ „ბენფიკას“ იმაზე მეტის გაკეთების საშუალება მისცეს, ვიდრე საჭირო იყო. „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის თაობაზე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად ლისაბონელებთან 3:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა,.
„იოლი არაა ლისაბონში ჩახვიდე და ჩემპიონთა ლიგის მატჩი მოიგო. „ბენფიკა“ სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძოდა. მეტოქეს იმაზე მეტის გაკეთების საშუალება მივეცით, ვიდრე საჭიროა. „ბენფიკამ“ გოლი დაიმსახურა, მაგრამ თავის უკეთესად დაცვა შეგვეძლო.
როგორც მოსალოდნელი იყო რთული თამაში აღმოჩნდა. გვესმოდა რომ 2:0 არაფერია – მხოლოდ სასიამოვნოა. საბოლოოდ, ორბურთიანი სხვაობით მოვიგეთ და წინსვლას ვაგრძელებთ.
ჩვეულებისამებრ მსგავს ვითარებაში უფრო მეტ გოლს ვიტანთ, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა. ეს „ბენფიკას“ მეკარის დამსახურებაა. მეტოქის შესახებ, რომელმაც „აიაქსის“ ბარიერი გაიარა ბევრი რამ ვიცით. გვესმის „ბენფიკა“ რა დონის მეტოქეა და მომავალი მატჩის წინ ისევ სათანადოდ მზად ვიქნებით“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს bbc.com.





