თომას ტუხელი: „განსაკუთრებული დაპირისპირება გველოდება და მეტოქეც განსაკუთრებულია”“

0
51

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის თქმით, „რეალთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულია და მეტოქეც განსაკუთრებული გვყავს. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დღეს მადრიდის „რეალთან“ გასამართ პირველ მატჩამდე განაცხადა.
„ვფიქრობ, მომავალი თამაშს გასული სეზონის მატჩთან საერთო არაფერი აქვს (ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, რედ.). გულწრფელად გეტყვით, რომ იმ შეხვედრაზე არ მიფიქრია, როდესაც ვემზადებოდით. შარშან ჩატარებული თამაშები არ გვინახავს. მიზნად არ ვისახავთ, რომ ისევ ვინმეს რამე დავუმტკიცოთ. ჩვენ რეაბილიტაცია შაბათს „ბრენტფორდთან“ ჩატარებული შეხევდრის გამო გვინდა.
უნდა გვესმოდეს, რომ „რეალის“ დონის მსგავსი გუნდებს, რომლებსაც ასეთი ნიჭიერი და გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ, განსაკუთრებული მატჩი ჩატარება შეუძლიათ. ჩვენთვის ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და ამიტომ, ძალიან ვღელავთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ბევრი რამ შეგვწევს. განსაკუთრებული დაპირისპირება გველოდება და მეტოქეც განსაკუთრებულია. ამიტომ, ძალიან ვღელავთ.
მოსაწყენი არ ვიქნები, რომ მეტოქის რიგებიდან რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა ვიუარო და ბენზემას შევაქებ. ორი წლის წინ, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მოამაშე იყო, მაგრამ ახლა ასე არაა. ის სრულებით იმსახურებდა იმას რაც ბოლო პერიოდში მიიღო, რადგან ამდენი წელია „რეალის“ „ცხრიანია“, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ძალიან შთამბეჭდავია როლი რომელსაც ის თამაშობს გუნდში, რომლის კაპიტანიცაა. „ელ კლასიკოში“ გამოჩნდა რა ხდება, როდესაც იგი მოედანზე არაა. უდავოა, რომ ბენზემა დიდი მოთამაშე და პიროვნებაა. თუმცა, ახლა ლუკა მოდრიჩის, ტონი კროოსისა და სხვების მიმართ უსამართლო ვარ“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს ინგლისური მედია.