მერკვილაძის 30 ქულა და 6 მოხსნა

0
2

ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებულ საკალათბურთო ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ფორვარდმა ალექს მერკვილაძემ ევროპული კარიერის გამორჩეული მატჩი ჩაატარა – მისმა “დონარ გრონინგენმა” სტუმრად “როტერდამს” 13 ქულის სხვაობით 83:70 სძლია და გრონინგენელთა ამ გამარჯვებაში მერკვილაძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
რამდენიმე დღის წინ ალექსმა თავის ევროპულ პროფესიულ კარიერაში პირველი ორმაგი დუბლი (21 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა ევროთასზე კვიპროსულ აელ-თან, ამჯერად კი კარიერაში მატჩში დაგროვილ ქულათა საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა – 30.
ალექსმა 33 წუთი ითამაშა, მან 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ასევე 9-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო. მის ანგარიშზეა ასევე 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა. რა თქმა უნდა, მერკვილაძე შეხვედრის MVP გახდა.
“გრონინგენმა” 7 მატჩიდან 4 მოიგო და მე-9 ადგილზეა, 4 დეკემბერს მერკვილაძე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელს ესტუმრება.