„დილაში“ ნიდერლანდელი ითამაშებს

0
0

გორის „დილამ“ ნიდერლანდელი შემტევი ნახევარმცველი ლინდენ ედჰარტი დაიმატა.
21 წლის ფეხბურთელი 2022-2025 წლებში „უტრეხტის“ ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა, სადაც 73 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. მან 2023 წელს ნიდერლანდების 18-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებში 2-2 შეხვედრა ჩაატარა.
„დილა“, რომელსაც ბერძენი დიამადის ვავალისი წვრთნის 40 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილის სათავეშია. 41 წლის ვავალისი სექტემბერში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი