ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების A ლიგაში სტუმრად ხორვატების 7:0 განადგურების შემდეგ განაცხადა, რომ ევროპას სიგნალი გაუგზავნეს.
„როდესაც 1:0 ვიგებდით, მეორე გოლის გატანა გვსურდა, შემდეგ – მესამის, შემდეგ – მეოთხის, ჩვენი მენტალიტეტი სწორედ ასეთი უნდა იყოს. გარკვეული სათამაშო სტილი როცა გაქვს, არ უნდა ამოირჩიო მას როდის მიმართო და როდის – არა. დაუნდობლად უნდა იმოქმედო და არ შეჩერდე.
გაიტან ოთხს, გსურს ხუთი. ნამდვილი შიმშილი უნდა შეინარჩუნო. სწორედ ეს უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით უფრო დიდ ტურნირებში და მსგავსი მატჩები მხოლოდ გვეხმარება.
ნამდვილად კარგ გუნდს ვეთამაშეთ. ასეთი გამარჯვება არ შეიძლება კანონზომიერად მივიჩნიოთ, რადგან შესაძლოა ჩვენთვის მატჩი ძალიან რთული გამომდგარიყო. ამ დროს ყოველთვის გარკვეულ სიგნალს აგზავნი – არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ევროპის სხვა გუნდებისთვის. ვფიქრობ, ჩვენ ეს კიდევ ერთხელ გავაკეთეთ.
გამარჯვება გვწყურია. ახალგაზრდა გუნდი ვართ. ბევრი ფეხბურთელი ამჟამად საუცხოო სათამაშო ფორმაშია და მოედანზე გასვლით უბრალოდ ბედნიერნი არიან. მსგავსი თამაშები კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს“ – იუწყება კეინის ნათქვამს ESPN.
ცნობისთვის, ხორვატიის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ერთ მატჩში 7 გოლი პირველად გაუშვა.
ლაშა თაბაგარი





