პსჟ-ს გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოსავლენად გამართლ გამოკითხვაში ხმის მიცემის უფლება რომ ჰქონდეს, არჩევანს თანაგუნდელ უსმან დემბელეს სასარგებლოდ გააკეთებდა.
„ხმას უსმან მივცემდი – მისი სათამაშო სტილისთვის და იმ დახმარებისთვის, რასაც გუნდს უწევს. ასევე, იმისთვის თუ როგორ შეუძლია წინ გუნდს გაუძვეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის დაუჯერებლად კარგად თამაშობს და ძალიან გვიხარია, რომელიც ჩვენს გუნდშია“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლიგა 1-სთვის დემბელესთან ერთად მიცემულ ინტერვიუში.
კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ 30 ნომიმნანტს შორის ზედიზედ მესამედ მოხვდა. პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 86მატჩში 28 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. იგი „ნაპოლის“ მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Forbes-ს მიხედვით საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პსჟ-ში წელიწადში 21 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და კლუბში ანაზღაურებით მხოლოდ უსმან დემბელეს ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





