კეინის ყველაზე სწრაფი 100 ბუნდესლიგაში

0
2

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ბუნდესლიგის არსებობის ისტორიაში 100 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანა. ბუნდესლიგის მე-4 ტურში მიუნხენელებმა შინ ბერლინის „უნიონი“ 7:0 გაანადგურეს, ხოლო ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დუბლი შეასრულა.
მან 101 გოლი 98 მატჩში მიითვალა და დიტერ მიულერის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც მეტოქეთა კარი 100-ჯერ 123 თამაშში აიღო.
კეინი, რომელიც ამჟამად 33 წლისაა, „ბაიერნში“ 2023 წლის ზაფხულში ლონდონის „ტოტენჰემიდან“ გადავიდა. მან გერმანულ გრანდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 154 მატჩში 151 ბურთი შეაგდო და 34 საგოლე პასი გააკეთა.
მან გასულ სეზონში კლუბსა და ნაკრებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 65 მატჩში 73 გოლი გაიტანა. პლუს 8 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი