„სევილიამ“ ლა კორუნიაში მოიგო – ქოჩორაშვილი მატჩის ბოლოს გამოჩნდა

0
5

„სევილია“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში „დეპორტივოს“ პირველი მარცხი აწვნია. მე-6 ტურში ანდალუსიელები ლა კორინიაი ჩავიდნენ და დაპირისპირების ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ დააყენეს და თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო. უგოლო პირველი ტაიმის მერე, 52-ე წუთზე სევილიელებიდან გოლი მიგელ სიერამ გაიტანა. 59-ე წუთზე „დეპორტივოს“ უხეშობისთვის ანხელინო გაუძევეს და დარჩენილ დროში მასპინძლებმა ქულა ვერ გადაარჩინეს.
„სევილიას“, რომელსაც სეზონის წინ აუტსაიდერობას უწინასწარმეტყველებდნენ 13 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი