„ბარსელონამ“ „რასინგს“ გადაურბინა – გულიაშვილს წუთები მისცეს

0
0

სანტადერის „რასინგი“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში სტუმრად ლიდერ „ბარსელონასთან“ 2:7 განადგურდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში ვერც ამჯერად მოხვდა და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 5:2 იგებდნენ.
მასპინძლებიდან მე-8 წუთზე ანგარიშო კანსელომ გახსნა, ხოლო 25-ე წუთზე რაფინიამ პენალტი გამოიყენა. 30-ე წუთზე სტუმრებიდან ერთი ბურთი მაგეტე გეიემ გაქვითა. 36-ე წუთზე „რასინგის“ თავდამსხმელმა ვილალიბრემ ავტოგოლი მიითვალა. 42-ე წუთზე რაფინიამ დუბლი შეასრულა. სამ წუთში ლი, ლამინ იამალმა პენალტი ვერ გამოიყენა.
პირველ ტაიმში „ბარსას“ მეკარე ხუან გარსია დაშავდა და შესვენებაზე ვოიცეხ შჩესნიმ შეცვალა. 65-ე წუთზე მასპინძლები კარი ზაბირიმ აიღო. 67-ე წუთზე რაფინიამ თერთმეტმეტრიანიდან ჰეთ-თრიქი მიითვალა. 79-ე წუთზე „ბარსელონას“ მაისურით სადებიუტო გოლი გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა. 87-ე წუთზე საბოლოო წერტილი ლამინ იამალმა დასვა. „რასინგი“ 7 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი